ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი „მონაზონი“ „სოთბის“ აუქციონზე გაიყიდა

25 წლის ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი „მონაზონი” (2012) „Take Home a Nude“ გამოფენა-აუქციონზე ნიუ-იორკის “სოთბის” სააუქციონო სახლში მარინა აბრამოვიჩთან, პატრიკ დემარშალთან და სხვა საინტერესო ხელოვანებთან ერთად იყო წარმოდგენილი.
ls_s16_0-700x336როგორც ლევან სონღულაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, აუქციონმა, რომელიც ნიუ-იორკის „სოთბის” სააუქციონო სახლში ცოტა ხნის წინ დასრულდა, წარმატებით ჩაიარა. ათამდე კოლექციონერი “მონაზონზე” აკეთებდა არჩევანს, საბოლოოდ, კვლავ ამერიკელი კოლექციონერის კერძო კოლექციაში მოხვდა“.
აქვე ლევან სონღულაშვილი ბრუკ შილდსთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
აუქციონზე 200-ზე მეტი სხვადასხვა მხატვრის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ლევან სონღულაშვილთან ერთად გამოიფინა მარინა აბრამოვიჩის, პატრიკ დემარშელეს, დევიდ ლევინტალის და სხვა ცნობილი ხელოვანების ნამუშევრები.
წლევანდელი „Take Home a Nude“ გამოფენა-აუქციონი 25-ე იყო და ასობით კოლექციონერი, მხატვარი და მსოფლიოს ხელოვნების შემფასებელი შეიკრიბა.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო მეორე აუქციონი, რომელზეც წარმოდგენილი იყო ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი. შარშან 24 წლის ქართველი არტისტის ლევან სონღულაშვილის ნახატი “მედუზა” „სოთბის” აუქციონზე გაიყიდა. „მედუზამ“, რომელიც ლევანმა თბილისში დახატა, ნიუ-იორკში, ამერიკელ არტკოლექციონისტთან, დაიდო ბინა.
ლევან სონღულაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ამჟამად კი ის ნიუ–იორკის ხელოვნების აკადემიაში გადის სამაგისტრო კურსს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები