ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია „სუიციდის პრობლემა ლიტერატურაში” გაიმართება

27 ოქტომბერს, 18:00 საათზე, 201-ე აუდიტორიაში, ჩატარდება ცნობილი ქართველი მწერლის, ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია „სუიციდის პრობლემა ლიტერატურაში”. ლექცია თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექციაზე განხილული იქნება სუიციდის გამომწვევი მიზეზები, რატომ მიდიან ადამიანები ამ უკიდურეს ზომამდე და რა გარემო ფაქტორები აიძულებენ მათ თვითმკვლელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები