წინანდლის პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

29 ოქტომბერს, 18 საათზე, „ფაბრიკაში“ ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიით ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, რიგით მეექვსე პრემია მიენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდებს, შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება; კინოხელოვნება;  მხატვრული ლიტერატურა (პროზა);  მხატვრული ლიტერატურა (პოეზია);  მუსიკა;  ჰუმანიტარული მეცნიერებები;  სახვითი ხელოვნება;   საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები