თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი „კონფუცის დღეს“ აღნიშნავს

29 ოქტომბერს, 12 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით,  „კონფუცის დღე“ აღინიშნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სტუმრები გაეცნობიან ჩინურ კალიგრაფიას, ტრადიციულ ჩინურ საბრძოლო ხელოვნებას – უშუსა და თაიძის, ჩინური ქაღალდის ჭრის ხელოვნებას, რომელსაც 2000-წლიანი ისტორია აქვს, ნაჩვენები იქნება ორთაბრძოლის შთამბეჭდავი წარმოდგენა და ლომის ცეკვა, იქნება ჩინური ჩაის დეგუსტაცია, ჩინური კვანძების ხელოვნება, ჩატარდება ვიქტორინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები