ტაილანდში მოსახლეობას შავი ფერის ტანსაცმელს ურიგებენ
ტაილანდის ვაჭრობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსახლეობას შავი ფერის ტანსაცმელი დაურიგეს. შავი ტანისამოსი იმათ მისცეს, ვისაც ამისთვის ფული არ აქვს. ტანსაცმლის ჩაცმა მოსახლეობას ქვეყნის მეფის, პუმილონ ადულიატეტის გარდაცვალების გამო უწევს.
შავი ტანსაცმლის გარეშე ადამიანებს სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ.
მეფის გარდაცვალების გამო ტაილანდში ერთწლიანი გლოვა გამოცხადდა.