ქართული ემიგრაციის მუზეუმი შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს
25 ოქტომბერს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში, შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ემიგრაციის მუზეუმის დირექტორმა რუსუდან კობახიძემ განუცხადა, გამოიფინება ქართველი ემიგრანტების – შალვა ბერიძის, გიორგი გვაზავას, მიხაკო წერეთლისა და სხვათა მიერ იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“, ასევე, მუზეუმში დაცული მარჯორი უორდროპისეული თარგმანი, უნგრულ, რუმინულ, თურქულ და სხვა ენებზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“, ასევე, ემიგრანტთა ხელნაწერი ნაშრომები, ვიქტორ ნოზაძის ხელნაწერი და ბეჭდური ნაშრომები და ა.შ.
მისამართი: თსუ მერვე კორპუსი, ილია ჭავავაძის გამზირი N13.