ანსამბლ „ბასიანის” ტურნე აშშ-ში დაიწყო

16 ოქტომბრიდან 4 ნოემბერამდე, საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი”, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საკონცერტო ტურნეს მართავს.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ტურნეს ფარგლებში, 25-29 ოქტომბერს, ნიუ-იორკში პირველად განხორციელდება მუსიკალურ-ნოვატორული პროექტი აშშ-ში მცხოვრები ქართველი პიანისტის, კომპოზიტორის, გიორგი მიქაძისა და “ბასიანის” ერთობლივი მონაწილეობით. პროექტის აუდიო და ვიდეოჩანაწერების გაკეთება ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში – “ShapeShifter Lab” არის დაგეგმილი.
ტურნეს ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქში ვორკშოფები ჩატარდება. ტურნეს აწყობს ცნობილი ამერიკული საპროდიუსერო კომპანია David Eden Productions, რომელიც “ბასიანთან” 2010 წლიდან თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები