საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე, მიგრანტ ლტოლვილთა ევროპული სააგენტოს ოფისს თავს დაესხნენ

საბერძნეთში, ევროპული სააგენტოს ოფისს თავს დაესხნენ. BBC ცნობით, თავდასხმაში 70-მდე პაკისტანელი და ბანგლადეშელი მონაწილეობდა. მიგრანტები თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების გაჭიანურებას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტებმა სააგენტოს ოფისს ქვები და ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლეს და საბნები დაწვეს. ინციდენტის გამო, ოფისიდან სააგენტოს თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. სააგენტოს წარმომადგენელმა ჟან-პიერ შემბერლიმ, საბერძნეთის ხელისუფლებას, ოფისის დასაცავად, დამატებითი სამართალდამცველების განთავსება სთხოვა. საბერძნეთის კუნძულებზე მიგრაციულ ცენტრებში 15 ათასზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ცხოვრობს. მხოლოდ კუნძულ ლესბოსზე ექვსი ათასი მიგრანტი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები