თურქეთში მამაკაცმა 3 წლის გოგონა გააუპატიურა და მოკლა

თურქეთში, სამი წლის გოგონა – ირმაკ კუპალი მოკლეს. მისი ცხედარი მანისის პროვინციაში, ვენახში აღმოაჩინეს.
ამის შესახებ გამოცემა 1news.az იუწყება.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინფორმაციით, გოგონა გააუპატიურეს და გაგუდეს.
ირმაკ კუპალი – 44 წლის ბილალ კუპალის და 27 წლის სირია კუპალის შვილია. ის 14 ოქტომბერს დაიკარგა. მოკლული გოგოს მამა ვარაუდობს, რომ მის გატაცებაში მეზობელი – ხიმეტი ა. არის დამნაშავე. ის ადგილობრივ ჯართის სასაფლაოზე მუშაობს.
ხიმეტ ა-მ დანაშული აღიარა და პოლიციას ადგილი აჩვენა, სადაც ბავშვია დამარხული.
intro-1476983314 1313056_14caeb1efc0b9914ff6327874e932494_640x640 1313056_37d4069e5d8ac70a0e036f92348ba6e9_640x640

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები