რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ამერიკელმა ჰაკერებმა ჩვენი ძველი საიტი გატეხეს

ამერიკელმა ჰაკერმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძველი საიტი გატეხა. ამის შესახებ საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. რამდენიმე დღის წინ ჰაკერმა  Jester-მა CNN-ს განუცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი გატეხა.
„სპეციალისტები არკვევენ თუ რა მოხდა, თუ ამერიკელებმა რესურსი გატეხეს, რომელიც არ მუშაობს, ამაში სასიამოვნო არაფერია.“ – განაცხადა ზახაროვამ. მან ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტი ნორმალურად მუშაობს.
რამდენიმე კვირის წინ,  აშშ-მა, რუსეთი „დემოკრატიული პარტიის“ საიტის გატეხვაში დაადანაშაულა. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები