სომალელ მეკობრეთა მიერ გატაცებულ მეზღვაურთა ჯგუფი გადასარჩენად ვირთხებით იკვებებოდა

მეზღვაურთა ჯგუფი, რომელიც სომალელმა მეკობრეებმა ტყვედ აიყვანეს,  ვირთხებით იკვებებოდა, რათა შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ამის შესახებ „ბი ბი სის“ ერთ-ერთმა გადარჩენილმა მეზღვაურმა აცნობა.
„ისინი მხოლოდ წყალს გვაძლევდნენ და იმასაც ძალიან ცოტას. ჩვენ ვირთხებს ვიჭერდით და ვჭამდით. როდესაც მშიერი ხარ, ყველაფერს შეჭამ “ – განუცხადა „ბი ბი სის“ ფილიპინელმა მეზღვაურმა არნელ ბალბერომ.
მეკობრეებმა თევზსაჭერი გემის ეკიპაჟი სეიშელის კუნძულების სიახლოვეს 2012 წელს გაიტაცა. დატყვევებულ მეზღვაურთა შორის იყვნენ ფილიპინელები, კამბოჯელები, ვიეტნამელები და ტაივანელები.
მეზღვაურთა ჯგუფი შაბათს გაათავისუფლეს. ეს, სავარაუდოდ, მეკობრეთა ტყვეობაში მყოფი ერთ-ერთი ბოლო ჯგუფია.

_92065138_gettyimages-482246112 _92065143_9017c134-cb56-45a7-95a8-d1b388b1b212

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები