ჩინეთში სამ წელიწადში კორუფციაში მილიონზე მეტი ადამიანი დაადანაშაულეს

ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ბოლო სამ წელიწადში ქვეყანაში კორუფციის ფაქტებზე მილიონამდე სახელმწიფო მოხელეა მხილებული. ამის შესახებ „ბი ბი სი“
იუწყება.
როგორც პარტიის წარმომადგენლებმა ყრილობაზე განაცხადეს, „ამ ინფორმაციის გამოქვეყნება ანტიკორუფციული პოლიტიკის მაღალ ეფექტურობაზე მიუთითებს, რომლის ინიციატორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზინპინია“.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქვეყნიდან გაქცეული 400-მდე კორუმპირებული მოხელე დაკავებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები