ბრიტანელი მეცნიერი XVIII საუკუნის ხალხური ნაკადის მხატვრობაზე სირიაში ლექციას წაიკითხავს

26 ოქტომბერს, 19 საათზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი ლექციათა ციკლს “საუბრები ლურჯ სუფრასთან” უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, თეოლოგიისა და რელიგიის პროფესორი დიდი ბრიტანეთიდან, ემა ლუსლი წაიკითხავს ლექციას: “XVIII საუკუნის ხალხური ნაკადის მხატვრობა სირიაში: წბ. სერგის ტაძრის მოხატულობა, სადადი, სირია”.
საქართველოსა და ირანისაგან განსხვავებით, სადაც ხალხური ნაკადის ძეგლები დიდი სიმრავლით არის წარმოდგენილი, სირიაში ამ ტიპის კედლის მხატვრობის ნიმუშები იშვიათობას წარმოადგენს. სირიის მართლმადიდებლურ სოფელ სადადში წმ. სერგის ეკლესიაში (ცენტრალური სირია) დაცულია XVIII საუკუნის კედლის მხატვრობის უნიკალური ციკლი, რომელიც წარმოაჩენს ოსმალური პერიოდის პროვინციული სირიული ხელოვნების უნიკალურ ხედვას. ლექციაზე მიმოხილული იქნება იქნება ტაძარში წარმოდგენილი მხატვრობა და ის ძირითადი კულტურული მახასიათებლები, რამაც განაპირობა ამ იშვიათი მხატვრობის ჩამოყალიბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები