დავით მაღრაძის ახალ კრებულს – „უსადაუროს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განიხილავენ

25 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებულ ,,კლუბი 93-ე აუდიტორიაში” დავით მაღრაძის ახალ პოეტურ კრებულს – ,,უსადაუროს’’ განიხილავენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, განხილვა ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და ჟურნალ ,,ჩვენი მწერლობის” თაოსნობით გაიმართება. მომხსენებელი – როსტომ ჩხეიძე.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1: თსუ პირველი კორპუსი, 206-ე აუდიტორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები