ფესტივალი „საჩუქარი“: ლიბი სკალას მონოწარმოდგენა FELICITAS გაიმართება

25 ოქტომბერს, 17 საათზე, კინომსახიობთა თეატრის მცირე სცენა, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის  ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარის” ფარგლებში, FELICITAS უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლიბი სკალას მონოწარმოდგენის FELICITAS (ამერიკა) რეჟისორია: ჯენის ელ გოლდბერგი; ავტორი და შემსრულებელი: ლიბი სკალა; მუსიკის ავტორი: სტივენ მეი.
ლიბი სკალას მონოსპექტაკლი ცარიელ სივრცეში მოქცეული ერთი ადამიანის ზღაპარია. თავის მხრივ, ის უნიკალურ და განსაკუთრებულ წარმოდგენად შეიძლება მივიჩნიოთ.
მაშინ, როდესაც თანამედროვე თეატრი მონოსპექტაკლებს იმისათვის დგამს, რომ მკაფიო და ტენდენციური კონცეფტუალური ჩანაფიქრის მეშვეობით, მაყურებელი თუ მსმენელი პერსონაჟის თანაგამზიარებლებად აქციოს, ლიბი სკალას ფელიჩიტა ცალკე მდგომ და რადიკალურად განსხვავებულ სათეატრო ნიმუშად გვევლინება.
თუკი მთელ რიგ მონოპიესებში ავტორის მიერ ცარიელ სივრცეში მოქცეული ერთადერთი პერსონაჟი გვევლინება რადიკალური ტრაგიზმის, ეგზისტენციალური წუხილითა თუ დრამატიზმით განმსჭვალულ წამებულად, რომელიც ცდილობს მაყურებელთა დარბაზში მჯდომი თითოეული მაყურებელი საკუთარი ტკივილის მატარებლად აქციოს, ლიბი სკალას თხრობის მიზანი რადიკალურად განსხვავებულია.
იმის მიუხედავად, რომ მაყურებელთა დარბაზისა და სასცენო სივრცეს შორის საზღვრები წაშლილი არაა, მაყურებლები, არა მომსწრენი, არამედ ამბების ჯაჭვის თანამონაწილეები ხდებიან – უბრალო და პოეტურად გასაოცარი ისტორიის თანამონაწილეები, – აღნიშნულია სპექტაკლის ანოტაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები