ტრამპი კლინტონს ლიბიაში არეულობის მოწყობაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონს და ბარაკ ობამას ლიბიაში არეულობის მოწყობაში ადანაშაულებს.
მისი განცხადებით, მათ 2011 წელს აშშ-მა მუამარ კადაფის და მისი მომხრეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. რეჟიმის შესაცვლელად ოპერაციის დაწყებისთვის სხვადასხვა საბაბი განიხილებოდა, მათ შორის ლიბიის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოკვლაც კი. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა townhall.com და რუსული გამოცემა “RT” იუწყებიან..
ტრამპის განცხადებით, ეს ინფორმაცია ჰილარი კლინტონის იმეილებში ინახება, რომელიც მაშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იყო. „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ ერაყსა და ლიბიაში ხელისუფლების შეცვლას “ისლამური სახელმწიფოს” ფორმირება მოჰყვა. ეს პრობლემა კი ვერც შეერთებულმა შტატებმა და ვერც სხვა ქვეყნებმა დღემდე ვერ მოაგვარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები