ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინგლისური ენის საღამოები იწყება

28 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზი ინგლისური ენის საღამოებს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამოებს გაუძღვება ამერიკელი სტუმარი, ენის შემსწავლელი ამერიკული კლუბის, „ბორბლის“ დირექტორი ჯედ გურლი.
ბატონი ჯედი განათლებით ბიზნესმენი და დიპლომატია.
ის უკვე ორი წელია, საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და ინგლისურ ენას ინოვაციური მეთოდებით, ფილმებით, თამაშებით, ტექსტებითა და საუბრებით ასწავლის.
პარასკევს პირველი, გაცნობითი ხასიათის გაკვეთილი ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები