ვენესუელის ნაციონალურმა კონგრესმა, პრეზიდენტი მადურო სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა

ვენესუელის ნაციონალურმა კონგრესმა, ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ქმედებას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა. მადურომ, ფაქტობრივად, იმპიჩმენტის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება დაბლოკა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პარლამენტის საგანგებო სესია მადუროს მომხრეებმა რამდენჯერმე შეაჩერეს, მაგრამ ოპოზიციამ, რომელსაც კონგრესში უმრავლესობა აქვს, კენჭისყრა მაინც ჩაატარა და განცხადება მიიღო. მასში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მთავრობამ და მადურომ კონსტიტუცია დაარღვიეს. ოპოზიციონერი კონგრესმენები ქუჩაში ხალხის გამოყვანით და საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხულიო ბორხესმა განაცხადა, რომ ნიკოლას მადურომ პასუხი უნდა აგოს. „აუცილებელია სასამართლო და პოლიტიკური პროცესი, რომელიც განსაზღვრავს ნიკოლას მადუროს ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ არის მიმართული.“ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შედეგები მოჰყვება კონგრესის განცხადებას – მთავრობას და უმაღლეს სასამართლოს მადუროს მომხრეები აკონტროლებენ, რომლებმაც აქამდე ოპოზიციურად განწყობილი პარლამენტის ყველა საკანონმდებლო ინიციატივა დაბლოკეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები