რუსეთში ვერტმფრენის კატასტროფას სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ბაიკალის მხარეში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად პილოტი და ორი მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
გარდაცვლილთა შორის ოქროს მომპოვებელი კომპანიების „დარხანის“ და „ურიუმკანის“ ხელმძღვანელი სერგეი ბერბიდაევი და კომპანიის მთავარი ინჟინერია.
ვერტმფრენი სწორედ კომპანია „ურიუმკანს“ ეკუთვნოდა. ის ქალაქ ზოლოტორეჩენსკიდან ბალეისკის რაიონში მიფრინავდა.
სამძებრო სამუშაოებში 40 ადამიანი მონაწილეობს. დღეს დილით მათ „ან-26“-ს ტიპის თვითმფრინავიც შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები