კალიფორნიაში, ავტოავარიის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიაში, ავტოავარიის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის კალიფორნიის შტატში, მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა. შტატის სამხრეთ ნაწილში ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. დაშავებულია 30 ადამიანი, მათ შორის 5 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. შემთხვევა ტურისტულ ქალაქ პალმ სპრინგსთან მოხდა. ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები