ვერიკო ჭუმბურიძე ვიოლინოს საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა (ვიდეო)

პოლონეთში, პოზნანში გამართულ ვიოლინოს საერთაშორისო კონკურსზე 20 წლის მევიოლინემ, ვერიკო ჭუმბურიძემ ოქროს მედალი აიღო. ჰენრიკ ვენიავსკის სახელობის კონკურსზე ვერიკო ჭუმბურიძე პირველ ადგილთან ერთად, 30 000 ევროს მფლობელიც გახდა.
ვერიკომ ჟიურის წევრების სიმპათია ჰენრიკ ვიანევსკის მეორე სავიოლინო კონცერტის შესრულებით დაიმსახურა.
ვერიკო ჭუმბურიძე თურქეთში დაიბადა, სწავლობდა თურქეთის კონსერვატორიაში, მოგვიანებით კი სწავლა ვენაში განაგრძო. არის უამრავი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები