ამერიკელი მსახიობი დონალდ ტრამპს სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებს
ამერიკელი მსახიობი ჯესიკა დრეიკი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც მსახიობმა პრესკონფერენციაზე განაცხდა, ტრამპმა მასთან განმარტოების სანაცვლოდ, 10 ათასი დოლარი და კერძო თვითმფრინავით მომსახურებაც შესთავაზა. ჯესიკა დრეიკის თქმით, ინციდენტი ათი წლის წინ, კალიფორნიაში გამართულ გოლფის ტურნირზე მოხდა.
მსახიობის ბრალდებებს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში უარყოფენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული განცხადების გაჟღერების ორგანიზატორი პრეზიდენტობის “დემოკრატი“ კანდიდატი ჰილარი კლინტონია. მათი შეფასებით, აღნიშნული, ტრამპის პიროვნების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.