ჰაიტიში 170 პატიმარი ციხიდან გაიქცა – გარდაცვლილია 2 ადამიანი

ჰაიტიში, დედაქალაქიდან 45 კილომეტრის დაშორებით მდებარე საპატიმროდან 170-ზე მეტი პატიმარი გაიქცა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეტაკების შედეგად მათ ციხის დაცვის ერთი თანამშრომელი მოკლეს, საპასუხო სროლის დროს დაიჭრა სამი პატიმარიც, ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა.
ამ დროისთვის სამართალდამცველებმა მხოლოდ 11 გაქცეული პატიმრის დაკავება შეძლეს.
გაქცეულებს სამართალდამცველები გაეროს მშვიდობისმყოფელების დახმარებით ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები