მანანა კობახიძე: სამეგრელოში სამივე უბანზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის შეფასებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამივე უბანზე დღეს არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
“მთელი დღის განმავლობაში სამეგრელოში სამივე უბანზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობდა. აქტიურობა ორივე მხრიდან მხარდამჭერების თვალსაზრისით საკმაოდ დიდი იყო.რაიმე ტიპის დაძაბულობასა და ექსცესს ადგილი არ ჰქონია. მშვიდობიანად და ძალიან თავისუფლად მოდიოდა ამომრჩეველი და აფიქსირებდა თავის არჩევანს. შედეგი იქნება ისეთი, როგორი არჩევანიც გააკეთა ჯიხაშკარისა და განმუხურის მოსახლეობამ. გარკვეულწილად ჩვენი უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა პრევენცია იყო დაძაბულობის თავიდან აცილების. ორივე მხრიდან იყო ლიდერების აქტიურობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ კანდიდატის აგიტაციას ვეწევით”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები