ტალინის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინის აეროპორტში დღეს ევაკუაცია გამოცხადდა. მგზავრების და მომსახურე პერსონალის ევაკუაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აეროპორტში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია შევიდა.
ამის შემდეგ აეროპორტი დაიხურა, ხოლო პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობის ძებნა დაიწყო. სამართალდამცველების ინფორმაციით, პირი, რომელმაც ბომბის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რუსულად საუბრობდა. აეროპორტის დახურვის გამო ავიარეისები გაუქმდა.

14794049_10207084768269229_860189001_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები