დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩის განცხადებით, საელჩოს თანამშრომლები არ ჰყოფნის

რუსეთმა დიდი ბრიტანეთი ლონდონში საელჩოს შტატის განზრახ შემცირებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც „ბი ბი სის“ დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე იაკოვენკომ განუცხადა, საელჩოს არ ჰყავს თანამშრომლები, ვინაიდან რუსეთი თვეობით დიპლომატებზე ვიზებს არ გასცემს. ამ თანამშრომლებს კოლეგები უნდა შეეცვალათ, რომლებიც სხვა ქვეყნებში გააგზავნეს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
ბოლო დროს მოსკოვისა და ლონდონის პოზიციები სხვადასხვა საკითხებზე დიამეტრალურად განსხვავებულია. ეს, პირველ რიგში აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ სიტუაციასა და სირიაში მიმდინარე ომს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები