აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ერაყში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი ერაყში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა. მინისტრის ვიზიტი მოსულზე შეტევას დაემთხვა, რომელშიც ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობენ.
კარტერი მანამდე ანკარაში იმყოფებოდა, სადაც მოსულზე შეტევაში თურქი სამხედროების მონაწილეობაზე ისაუბრა.
შაბათს ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ კარაკოშის აღება კიდევ ერთხელ სცადეს. ეს დასახლებული პუნქტი მოსულის მახლობლად მდებარეობს და ამჟამად „ისლამური სახლემწიფოს“ „ბოევიკები“ აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები