პესკოვმა სირიაში რუსეთის ამოცანა ახსნა

რუსეთის ამოცანაა ტერორისტული დაჯგუფებებისგან სირიის გათავისუფლება და მისი დაშლის დაუშვებლობაა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„სირიაში სამხედრო ბაზა რუსეთის მიზანი სულაც არ არის. ეს მიზნის მიღწევის საშუალებაა. მიზანი კი პრეზიდენტმა ნათლად ჩამოაყალიბა – ეს არის სირიის ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში, საუბარია „ისლამურ სახელმწიფოზე“ და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებზე“, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, არის ორი გზა – ან დამასკოში ასადი იმყოფება, ან იქ „ან-ნუსრა“ შედის. „მესამე ვარიანტი არ არსებობს, იმისთვის, რომ პოლიტიკური დარეგულირება მოხდეს, დამასკოში ასადი უნდა იყოს“ აცხადებს პესკოვი.
მისი თქმით, თუ დამასკოს ტერორისტები დაიკავებენ, არანაირი პოლიტიკური დარეგულირება არ მოხდება. „ამ შემთხვევაში დაიწყება ლტოლვილების ახალი ნაკადი, ახალი სატვირთოები კანში, და კიდე მსგავსი ამბები“ – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.
დასავლეთი რუსეთს სირიაში მშვიდობიან მოსახლეობის დაბომბვებში ადანაშაულებს. ამის გამო ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას არ გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები