რუსულმა ავიამზიდმა ლა-მანშის სრუტე გაიარა (ვიდეო)

ლა-მანშის სრუტეში რუსული ავიამზიდის, „ადმირალი კუზნეცოვის“ გავლას მრავალი კომენტარი მოჰყვა. ავიამზიდი სირიის სანაპიროსკენ მიდის, სადაც სამხედრო ოპერაციაში უნდა ჩაერთოს.
ინტერნეტმომხმარებლები, ძირითადად, ყურადღებას ამახვილებენ უჩვეულო კვამლზე, რომელსაც ავიამზიდი უშვებს.
„ადმირალი კუზნეცოვი“ ერთადერთი მოქმედი რუსული ავიამზიდია. ის 1985 წელსაა გამოშვებული და მას თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გადაყვანა შეუძლია.
ლა მანშის სრუტეში ავიამზიდის გავლის დროს მის მახლობლად ნატოს საბრძოლო ხომალდები პატრულირებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები