უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები ბოლო დღე-ღამეში 39-ჯერ დაიბომბა

აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული ძალების პოზიციები დღე-ღამის განმავლობაში 39-ჯერ დაიბომბა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ყველაზე ინტენსიური ცეცხლი სეპარატისტებმა მარიუპოლის მიმართულებით გახსნეს, სადაც მათ უკრაინის ჯარის პოზიციები 18-ჯერ დაბომბეს.
ანტიტერორისტული შტაბის ინფორმაციით, მარინკისა და პავლოპოლის მიდამოებში „ბოევიკებმა“ ცეცხლი გახსნეს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ასევე ყუმბარმტყორცნებიდან და ავტომატური იარაღიდან, კრასნოგოროვკასა და შიროკინოში ცეცხლი 82 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან გახსნეს. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, პრორუსმა სეპარატისტებმა 122-მილიმეტრიანი ქვემეხები და „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის დანადგარებიც გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები