დონალდ ტრამპმა მიშელ ობამა გააკრიტიკა

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა პირველი ლედი მიშელ ობამა „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონის მიმართ არათანმიმდევრულ პოზიციაში დაადანაშაულა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ტრამპის განცხადებით, როდესაც ბარაკ ობამა 2007 წელს ჰილარი კლინტონის კონკურენტი იყო, მიშელ ობამა მეუღლის მოწინააღმდეგეს მწვავედ აკრიტიკებდა.
„ის იყო პირველი. ვინც განაცხადა – თუ შენ საკუთარი სახლისთვის ვერ მიგიხედავს, თეთრ სახლს და ქვეყანას როგორ მიხედავ? ახლა კი მას კლინტონი ძალიან მოსწონს“, – განაცხადა ტრამპმა.
2007 წელს მიშელ ობამამ ასევე განაცხადა: „მე და მეუღლემ გრაფიკი ისე შევადგინეთ, რომ ჩვენი გოგოები იქ პირველ ადგილზე იყვნენ“.
ცნობისთვის ჰილარი კლინტონის მეუღლე და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი საკუთარმა მდივანმა მონიკა ლევინსკიმ სექსუალურ კავშირში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები