ბელგიაში სუპერმარკეტში ევაკუაცია გამოცხადდა

ბელგიის ქალაქ შატლეს სუპერმარკეტში ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ „როიტერი“ და ბელგიური სააგენტო „ბელგა“ იუწყებიან.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მაღაზიაში შეიარაღებული პირი შევიდა და იქ მყოფ პირებს იარაღით ემუქრებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, საუბარია თუ არა ტერორიზმზე. ადგილობრივ პოლიციას ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.
შატლე ბრიუსელიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები