“ისლამური სახელმწიფოს“ “ბოევიკებმა” მოსულში 284 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ მოსულში 284 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ “სი ენ ენი“ იუწყება. ეს ფაქტი ქალაქის სამხრეთ რაიონში დაფიქსირდა.
ტელეარხის ცნობით, დახვრეტილთა შორის ბავშვებიც იყვნენ. ტერორისტებმა დახოცილები ერთ საფლავში ბულდოზერით ჩაყარეს.
ერაყის შეიარაღებული ძალები და ქურთი მოხალისეები მოსულს უკვე რამდენიმე დღეა უტევენ. ერაყში „ისლამური სახელმწიფოს” არაოფიციალურ დედაქალაქზე შეტევაში 60 ათასი ადამიანი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები