იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულია 21 ადამიანი. მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,6, შეადგინა. მიწისძვრა იაპონიის ტოტორის პრეფექტურაში მოხდა. მისი ეპიცენტრი პრეფექტურის ცენტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
თვითმხილველების ცნობით, ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ ფეხზე მდგომმა ადამიანებმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნეს.
სეისმოლოგების ინფორმაციით, ძლიერი ბიძგის შემდეგ 34  ე.წ. აფტერშოკი დაფიქსირდა.
რეგიონში მოქმედ ატომურ ელექტროსადგურებზე განგაში არ გამოცხადებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები