რუსეთის მოქალაქეს აშშ-ში​ ჰაკერულ თავდასხმისთვის ბრალი წაუყენეს

რუსეთის მოქალაქეს, ევგენი ნიკულინს აშშ-ში ჰაკერულ თავდასხმაში და კომპანია “LinkedIn”- დან, “Dropbox”-დან და “Formspring”-დან ინფორმაციის მოპარვაში ედება ბრალი. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. შეერთებული შტატების პროკურატურის ინფორმაციით, ნიკულინმა 2012 წელს “LinkedIn”-ის მონაცემები გამოიყენა, რათა კომპანიის კომპიუტერისადმი წვდომა მოეპოვებინა. ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ და ნაციონალური დაზვერვის სამმართველომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც რუსეთის ხელისუფლება ამერიკულ პოლიტიკურ სტრუქტურებზე მოწყობილ კიბერშეტევებში ოფიციალურად დაადანაშაულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები