ჰილარი კლინტონის შტაბში საეჭვო ნივთის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო შტაბში ევაკუაცია გამოცხადდა. განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც პოლიციამ ფოსტით მოსული საეჭვო კონვერტი აღმოაჩინა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამერიკული მედიის ცნობით, შტაბში მომუშავე ორმა პირმა კონვერტი გახსნა და იქ საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა. ამის შემდეგ ადგილზე საგანგებო სამსახურების თანამშრომლები მივიდნენ და ჰილარი კლინტონის შტაბის მთელი პერსონალის ევაკუაცია მოხდა. თავად ჰილარი კლინტონი იმ დროს შტაბში არ იმყოფებოდა. ეს ჰილარი კლინტონის შტაბში მომხდარი პირველი მსგავსი შემთხვევაა. დონალდ ტრამპმა და მისი ოჯახის წევრებმა მსგავსი საეჭვო კონვერტები რამდენჯერმე მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები