ეკა ბესელია: მეც ვაკვირდები, როგორც წარმომადგენელი პარტიიდან და იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მარნეულის N48-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის აქტიურობა მაღალია.

ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე განუცხადა.
„აქტიურობა არის. მთავარია, წესრიგი დავიცვათ იმისთვის, რომ მოსულმა ამომრჩეველმა ხმა მშვიდად მისცეს. საკმაოდ ბევრი ადამიანია. რიგი დგას, როგორც შესასვლელთან, ასევე გარეთ. ყველაფერი რიგზეა. არაფერი შემაფერხებელი გარემოება არ არის. მეც ვაკვირდები, როგორც წარმომადგენელი პარტიიდან და იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები