კამერუნში სარკინიგზო კატასტროფას 53 ადამიანი ემსხვერპლა

კამერუნში სამგზავრო მატარებლის კატასტროფას სულ მცირე 53 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ “ბი-ბი-სის“ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა აცნობა. ავარიის დროს 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მატარებლის კატასტროფის დროს საავტომობილო ხიდიც ჩაინგრა. წინასწარი ვერსიით, მატარებელს იმაზე მეტი ადამიანი გადაჰყავდა, ვიდრე ეს დაშვებულია. შემადგენლობას დამატებით რამდენიმე ვაგონი ჰქონდა ჩაბმული. მატარებელი ლიანდაგიდან ქვეყნის დედაქალაქ იაუნდესა და ქალაქ დუალეს მონაკვეთზე გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები