რუსეთში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის იამალის რეგიონში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. „ბი ბი სის“ ცნობით, სამი ადამიანი გადარჩა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვერტმფრენის ბორტზე სულ 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 19 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი. ავიაკომპანია „სოკოლის“ კუთვნილი „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი კრასნოიარსკის მხარიდან იამალის რეგიონში მიფრინავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები