დიდ ბრიტანეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა დააკავეს

ბრიტანულმა პოლიციამ 19 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელიც ტერორიზმშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
პოლიციის ცნობით, ახალგაზრდა ლონდონის მეტროში საეჭვო ნივთის აღმოჩენასთან დაკავშირებით იძებნებოდა. დაკავების მომენტში პოლიციამ ელექტროშოკერი გამოიყენა.
საეჭვო ნივთი, ლონდონის მეტროში, ჩრდილოეთ გრინვიჩის სადგურში ხუთშაბათს აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მეტროდან მგზავრთა ევაკუაცია მოხდა.
პოლიცია საეჭვო ნივთს ახლაც ამოწმებს.
დიდ ბრიტანეთში ამჟამად „მეორე დონის“ ტერორისტული საფრთხეა შენარჩუნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეტევა „მაღალი ალბათობითაა შესაძლებელი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები