კონსერვატორიის რექტორის პოსტს ისევ რევაზ კიკნაძე იკავებს

დღეს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რექტორის არჩევნები გაიმართა.
რექტორის არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა – მოქმედი რექტორი რევაზ კიკნაძე და ასოცირებული პროფესორი მაია მშვილდაძე. მაია მშვილდაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორად ერთხმად, ექვსი ხმით, ისევ რევაზ კიკნაძე აირჩიეს. კიკნაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას კიდევ სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები