კოსტა-რიკაში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

კოსტა-რიკის დედაქალაქ სან-ხოსეს მახლობლად, მთიან ზონაში ავარიის შედეგად, ავტობუსში მყოფი 12 მგზავრი დაიღუპა და 15 დაშავდა. დაშავებულთა შორის 12 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ავტობუსში მყოფი პირების ინფორმაციით, ავტობუსის მუხრუჭი მწყობრიდან გამოვიდა და მძღოლმა მისი დამორჩილება ვეღარ შეძლო. ავტობუსი ხრამში 40 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. კოსტა-რიკის პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები