ყირიმში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს

ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ სუდაკში, დაუდგენელმა პირებმა, ბოლშევიკების ბელადის, ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ის დაიმსხვრა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო, მათ ასევე ძეგლის აღდგენის პირობა დადეს. ლენინის ძეგლი აქ 1930 წელს დადგეს. ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ტერიტორიას დღესაც უკრაინის ნაწილად თვლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები