„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ კირკუკში 22 ადამიანი მოკლეს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა,“ ერაყის ქალაქ კირკუკზე თავდასხმის დროს, 22 ადამიანი მოკლეს. დაღუპულთა შორის 16 პოლიციელი და 6 მშვიდობიანი მოქალაქეა. თავად „ბოევიკებმა“ 12 ადამიანი დაკარგეს. თავდასხმა დღეს დილით მოხდა. ისლამისტებმა ქალაქის ადმინისტრაცია და ქალაქში მდებარე სასტუმრო დაიკავეს. ასევე ისინი მშენებარე ელექტროსადგურს დაესხნენ თავს. „ბოევიკები“ ვარაუდობენ, რომ კირკუკზე თავდასხმის შემდეგ, ერაყის შეიარაღებული ძალების ნაწილი იქ იქნება გადასროლილი. მოსულზე შეტევა, რომელიც ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქად ითვლება, 17 ოქტომბერს დაიწყო.
14800929_10207075565559167_44171109_n 14804856_10207075565599168_1950776459_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები