სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ჟენევის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პირველ სამუშაო ჯგუფში, სადაც მისი მანდატით გათვალისწინებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარების მიმოხილვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით ჟენევის დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართულ მორიგ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კახაბერ ქემოკლიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობის შესახებ და ისაუბრა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში, საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებობს, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები