შაქრო კალაშოვი რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს მთელ ფინანსებს აკონტროლებდა

რუსეთში მყოფი კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი, მეტსახელად „შაქრო მალადოი,“ რუსეთის დანაშაულებრივი საზოგადოების წარმომადგენლებს შორის კრიმინალურ ფულს ანაწილებდა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შაქრო მალადოი „გასცემდა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებისადმი შესასრულებლად აუცილებელ განკარგულებებს, ასევე სხვადასხვა წყაროებიდან დანაშაულებრივი დაჯგუფებების საქმიანობის დაფინანსებას უზრუნველყოფდა.
ამ დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი იყო ანდრეი კოჩუიკოვი მეტსახელად „იტალიელი“. ის მოსკოვის რესტორნებს ფულს სძალავდა და ამ ფინანსებს დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები