დავით თარხან-მოურავი: რა არის სასირცხვილო, თუ მე ვიცნობ ჩემს ყველა წინაპარს?

„საერთოდ არ ვბრაზდები, ეს არის ჩემ წინააღმდეგ შავი პიარი,“- ასე ეხმაურება „ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი, სოციალურ ქსელში მისი წარმომავლობის თაობაზე ატეხილ აჟიოტაჟს.
როგორც თარხან-მოურავმა აღნიშნა, იგი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებელი არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება. ამასთანავე, ამბობს, რომ მისი გვარ-სახელით სოციალურ ქსელში გვერდები იქმნება, რომელიც თავად არ შეუქმნია. მისივე თქმით, მის წინააღმდეგ შავი პიარი არის აგორებული, რომელიც მას დადებითად წაადგა.
„ერთი წლის წინათ, როდესაც თვითმმართველობის არჩევნები იყო, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ. ჯერ კიდევ მაშინ, ჩვენს წინააღმდეგ იყო გაძლიერებული ჭორები, ხან „ნაცმოძრაობა“ გვივრცელებდა სხვადასხვა ჭორს, რომ თითქოს მძულს მაჰმადიანები, რაც სისულელეა, თითქოს მე ქართველებიც კი აღარ მიყვარს, მაშინ ბონდო მძინარაშვილმა დამპატიჟა ეთერში და გავეცი ყველა კითხვაზე პასუხი.
რა არის სასირცხვილო, თუ მე ვიცნობ ჩემს ყველა წინაპარს? საერთოდ არ ვბრაზდები, ეს არის ჩემ წინააღმდეგ შავი პიარი. თუმცა, ეს ხუმრობა არ არის, ამის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ ჩათვალოს, რომ ჩვენ, კონკრეტულად კი მე, ვარ თითქოს უცოდინარი, გაუნათლებელი. ვართ გიჟები, თუმცა ისეთი ჩვენ არაფერი არ გვეტყობა. ვფიქრობ, რომ აქედან არაფერი გამოვა. საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ვინც ეს წამოიწყო სოციალურ ქსელში, მარცხით დაამთავრა. იმიტომ, რომ ბოლოს ყველას გაახსენდა საკუთარი წინაპარი და აღმოჩნდა, რომ ყველას კარგი წინაპარი ჰყავს და ყველას თავის წინაპარი უყვარს. აქედან არაფერი გამოვიდა, არ ვიტყვი, რომ ეს მანერვიულებს. მე რომ ეს მანერვიულებდეს, სხვანაირად ვიმოქმედებდი და დაინახავდით. საერთოდ კი ძლიერი ნერვული სისტემის კაცი ვარ. ეს, არაფერია, ჰაერია, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ რომ მეტ მხარდაჭერას მომიტანს, უფრო მეტ დადებითს, ვიდრე უარყოფითს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ თვითონ თხზავენ რაღაცა გვერდებს, მე არ ვარ ფეისბუქის მომხმარებელი და არც არასდროს არ ვყოფილვარ, თუმცა ალბათ იცით, რომ მე, ამის სპეციალისტი ვარ. ამიტომ, როცა ჩემი სახელით რაღაც გვერდს ქმნიან, თითქოს მე ვიღაცას ვაგინებ ან ვლანძღავ, ეს არის სიცრუე, კიდევ ერთხელ ვამბობ არ ვარ სოციალური ქსელის მომხმარებელი. სხვათა შორის, ვიცით, ვინც აკეთებს ჩემი სახელით გვერდებს, ასე რომ მათ უნდა ინერვიულონ და არა ჩვენ,“ – აღნიშნა დავით თარხან -მოურავმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები