ბელგიის ელჩი რუსეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის ბელგიის ელჩი დაიბარეს. ელჩი საგარეო უწყებაში მას შემდეგ გამოიძახეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის ავიაციამ სირიაში ალეპოს მახლობლად სოფელი ჰასაჯეკი დაბომბა.
ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასახლებული პუნქტის დაბომბვის შედეგად 6 მშვიდობიანი პირი დაიღუპა. რუსმა სამხედროებმა სოფლის სიახლოვეს ბელგიის საჰაერო ძალების ორი F-16-ის ტიპის თვითმფრინავი დააფიქსირეს.
ბელგიის თავდაცვის სამინისტრო ამ ბრალდებებს უარყოფს. „ეს რუსული დეზინფორმაციაა,“ – დაწერა ტვიტერში ბელგიის თავდაცვის მინისტრმა სტივენ ვანდეპუტმა.
ხუთშაბათს რუსეთის ელჩი ბელგიაში ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები