პაკისტანში ინდური სატელევიზიო პროგრამები აკრძალეს

პაკისტანში ინდური ტელე და რადიოპროდუქცია აკრძალეს. აკრძალვა პოპულარულ სერიალებს და ბოლივუდის სატელევიზიო ფილმებს შეეხება. პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში, ტელეკომპანიები და რადიოსადგურები დაიხურება. ბოლო დროს, ორი ქვეყნის ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობა შეინიშნება. საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედროებს შორის შეიარაღებული შეტაკებებიც დაფიქსირდა. გაერომ ისლამაბადსა და დელის თავშეკავებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები