გოგა ხაინდრავა: ვინ არის „ოლმედია“ რატომ არ დაინტერესდით და ვინ არის ჟორიკა რურუა

ჟორიკა რურუასნაირ ადამიანებს „ბოროტებს“ ეძახდნენ საქართველოში, დღეს ეს კაცი და მასთან ერთად 3400 ადამიანი შედის საარჩევნო უბნებზე და გვიწყვეტს ქვეყნის ბედს, – ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავა თვლის, რომ ჟურნალისტების სახელს ამოფარებული პირები საშიში დაჯგუფების წევრები არიან.
“ვინ არის ჟორიკა რურუა, ის და მისნაირები აწიოკებდნენ თბილისს, ვაკეს, ვერას და მთელმა თბილისმა იცის, ვინ არის ჟორიკა რურუა, მე მოგმართავთ ჟურნალისტებს, მედიის საბჭოს, მედიის ჯგუფს, მიხედოს ამ ორგანიზაციას, რომელშიც 3000-ზე მეტი საბოტაჟის დამგეგმავი პირია გაერთიანებული. გადავხედავ პრესას და ვიგებ, რომ ვიღაც ჩამოშლილი პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე რაღაცას აცხადებს, ვის აინტერესებს მისი აზრები, საზოგადოებას ჟორიკა რურუასნაირი დამნაშავეების შესახებ უნდა ვაცნობოთ,“-განაცხადა გოგა ხაინდრავამ „კვირას“პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები